ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ლივერპულმა ჩაბი ალონსოს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

ჩაბი ალონსო და მისი „ლევერკუზენი“ მიმდინარე სეზონში საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი.

ახალი ამბავი არ არის, რომ ალონსოს გადაბირება რამდენიმე გრანდს ერთდროულად სურს. პირველმა კი ქმედითი ნაბიჯები „ლივერპულმა“ გადადგა და ჩაბის 3-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.

„მერსისაიდელები“ 42 წლის სპეციალისტს მთავარ კანდიდატად თვლიან და იურგენ კლოპის შემცვლელად მოიაზრებენ.

ესპანელის გადაბირების მცდელობა ამ მომენტამდე „ბაიერნს“, „ბარსელონასა“ და „რეალს“ ჰქონდათ. „ლივერპულმა“ კი ჯერჯერობით ყველაზე ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

შეგახსენებთ, რომ ალონსოს „ლევერკუზენი“ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს. „ფარმაცევტები“ „ბაიერნს“ 8 ქულით უსწრებენ.

რა სურს ალონსოს?

1 კვირის წინ, გერმანულმა Fussball-მა დაწერა, რომ ჩაბის სურვილი მადრიდის „რეალის" ჩაბარებაა.

ალონსოს 1-2 წლით „ლევერკუზენში" მოცდა და შემდეგ „სამეფო კლუბის" გაწვრთნა სურს. ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა. იქამდე კი პრესაში უამრავი სპეკულაცია იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მათ ჯადოსნურ საღამოებზე შეუძლებელი არაფერია - Gazzetta კვარა-ოსიმენის დუეტზე
მათ ჯადოსნურ საღამოებზე შეუძლებელი არაფერია - Gazzetta კვარა-ოსიმენის დუეტზე