Nike-ს ემშვიდობებიან - ბარსა საკუთარ ბრენდულ კომპლექტზე გადავა
Aa
Aa

Nike-ს ემშვიდობებიან - ბარსა საკუთარ ბრენდულ კომპლექტზე გადავა

„ბარსელონამ“ სეზონის ბოლოს შესაძლოა Nike-თან ურთიერთობა გაწყვიტოს.

Diario Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბი ამერიკულ ბრენდთან თანამშრომლობის დასრულებასთან ახლოსაა, თუმცა როგორც ბევრს ეგონა, „ბარსა“ Puma-სთან არ გააფორმებს კონტრაქტს.

თუ Nike-თან კონტრაქტი მართლაც გაწყდება, „ბარსა“ გეგმავს საკუთარი ბრენდის მაისურები აწარმოოს. ეს მოხდება კომპანიის BLM-ის მეშვეობით, რომელიც უკვე კლუბის ყველა არასპორტულ სამოსს აწარმოებს.

გარდა ამისა, კლუბს შეუძლია ხელშეკრულება გააფორმოს უსახელო დიდ მრავალეროვნულ კორპორაციასთან, რომელიც მათ მაისურების წარმოებაში დაეხმარება.

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მარტში, თუმცა წყაროები ამბობენ, რომ ეს შეიძლება მომდევნო კვირაშივე მოხდეს. ამ მომენტისთვის Nike-თან შეთანხმების მიღწევის შანსები თანამშრომლობის გასაგრძელებლად ძალიან მცირეა.

„ბლაუგრანა“ ამ ნაბიჯით გეგმავს, რომ საკუთარი ამუნიციის გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მათ ბალანსზე დარჩეს, რაც შემოსავალს საგრძნობლად გაზრდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოლიტანო: ოსისთან და კვარასთან ერთად ყველაფერი გამარტივდება
პოლიტანო: ოსისთან და კვარასთან ერთად ყველაფერი გამარტივდება