ილია თოფურია
Aa
Aa

„30-32 წლამდე ვიბრძოლებ, თუმცა, კრივის გარეშე წასვლა არ მინდა“ - ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია ესპანური ტელევიზია El Partidazo de Cope-ის სტუმარი იყო და გადაცემის წამყვანთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

ვოლკანოვსკისთან ჩხუბი:

მასთან ერთ-ერთი დარტყმის გამო ფეხი ამ დრომდე მტკივა. გადამწყვეტი მომენტი ბრძოლის დროს? როდესაც გაჩერდა, მას ჩემი კომბინაცია შევთავაზე... და როგორც ვთქვი, ავსტრალიაში შუქი გაითიშა.

ახალი ცხოვრება:

ჩემს ცხოვრებას ისეთივეს ვხედავ, როგორც აქამდე იყო. სვლას ვაგრძელებ და მადლობელი ვარ, რადგან ყოველთვის ვიცოდი რომ ეს იმ მიზნის ფასი იქნებოდა, რომელიც წარსულში დავისახე. ჩემს უკან დიდი გუნდი მყავს, რომელიც ყველაფრის მართვაში მეხმარება. ამ ყველაფერს მარტო ვერ მივაღწევდი.

UFC-ში მომავალი:

30-32 წლამდე ბრძოლა შემიძლია და კრივის გარეშე წასვლა არ მინდა. ბევრი ბრძოლის გამართვას არ ვაპირებ, ერთი, ან ორი. კანელო ალვარესს უნდა ვეჩხუბო... UFC-ში ვიცი, რომ ჩემი დამარცხება არავის შეუძლია. აქამდე თავდადებითა და მძიმე შრომით მოვედი და ვიცი, რომ როდესაც ვიმარჯვებ, ეს ამ თავგანწირვისა და შრომის შედეგია. და ამის გაგრძელებას ვაპირებ. ვიცი, რომ ღმერთისგან ვარ დალოცვილი, ამის 100%-ით მჯერა. ღმერთი ყველაფერს ხედავს და სწორედ ამის გამო ვარ დალოცვილი. ზოგი ყოველთვის გამაკრიტიკებს და ჩემში ეჭვს შეიტანს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავი და ჩემს გარშემო მყოფი ხალხია.

ვნერვიულობ, თუ არა ბრძოლის წინ?

რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თავთან საუბარს და ამ ნერვიულობის დაძლევას.

ესპანეთის მოქალაქეობა:

შემდეგ კვირას ესპანელი ვიქნები და ვაპირებ, რომ ამის ტატუც დავიხატო.

ბერნაბეუზე რეალი-სევილიას მატჩის გახსნა:

ეს საოცარი გამოცდილება იყო. ფლორენტინომ წარმატება მომილოცა, მაისური მაჩუქა და მითხრა, რომ UFC-ის აქ ჩამოვიყვანთ. ის შორსმჭვრეტელია. თუმცა, მბაპეს შესახებ არაფერი უთქვამს (ხუმრობით). თუ ბერნაბეუზე ბრძოლა ჩამენიშნება, ალიკანტეში მოვემზადები და ბოლო 2-3 კვირას მადრიდში გავატარებ.

მეტოქეების ანალიზი ბრძოლის დროს:

ამ დროს ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. მაგალითად: როდესაც მეტოქე იღლება, ის ისეთ მოძრაობას იწყებს, რომელიც ბუნებრივად მოდის. ეს სწორად უნდა გამოიყენო.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ 17 თებერვალს, UFC 298-ზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ბრძოლის შემდეგ, „ელ მატადორმა“ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია და ირლანდიელს სანტიაგო ბერნაბეუზე ბრძოლა შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც დამარტყა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯერიც დადგებოდა, შემდეგ კი...“ - რას იხსენებს თოფურია
„როდესაც დამარტყა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯერიც დადგებოდა, შემდეგ კი...“ - რას იხსენებს თოფურია