გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მოლაპარაკებები რამდენიმე გუნდთან აქვს - მამარდა ინგლისს უახლოვდება

დიდი შანსია, რომ „ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ,  გიორგი მამარდაშვილმა სეზონის დასრულების შემდეგ კარიერა ინგლისში გააგრძელოს. ამის შესახებ რამდენინე გავლენიანი ესპანური გამოცემა იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარის აგენტი მოლაპარაკებებს პრემიერლიგის რამდენიმე კლუბთან აწარმოებს და ტრანსფერი ოფიციალურად ზაფხულში დადასტურდება.

მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ჩელსი“ სახელდება. ლონდონის გუნდის ხელმძღვანელები ვალენსიელებს მამარდაშვილის კეპა არისაბალაგაში გაცვლასა და გარკვეული თანხის დამატებას სთავაზობენ. ესპანელი კიპერი მიმდინარე სეზონში იჯარით „რეალში“ თამაშობს, თუმცა, უკრაინელ მეკარე ლუნინთან კონკურენციის გამო სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და ზაფხულში, ინგლისში დაბრუნება მოუწევს.

„ვალენსიას“ პრეზიდენტი პიტერ ლიმი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში მინიმუმ 30 მილიონი ევროს აღებას გეგმავს, რის გამოც „ჩელსის“ შეთავაზება მამარდაშვილის კეპაში გაცვლის თაობაზე არ მოსწონს. თუმცა, ამის გამო მოლაპარაკებები ჩიხში არ შევა და მხარეები შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები