კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, დეკუ სოუზა
Aa
Aa

დეკუ: “რონალდუს და მესის შორის არჩევანის გაკეთება გამიჭირდება“

კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი ადარებს, მათ შორის ყოფილი ფეხბურთელებიც. გამონაკლისი არც დეკუ გახდა. „ბარსელონას“ ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

დეკუ:

„ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან. კარიერის საწყის ეტაპზე კრიშტიანუ სუფთა გარემარბი იყო. ის იღებდა ბურთს და მხოლოდ დრიბლინგზე ფიქრობდა. რონალდუ წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა და კონკურენტუნარიანი მხეცი გახდა. მას ყოველთვის უნდოდა ყველა კუთხით განვითარება.

მესი კი ბუნებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. მან დროთა განმავლობაში საოცარი პროგრესი განიცადა, მაგრამ მისი მოედანზე გადაადგილების გზა ყოველთვის ერთნაირი იყო. ამიტომ ძნელია არჩევანის გაკეთება მათ შორის. იდეალური იქნებოდა, რომ ჩემს გუნდში ორივეს ეთამაშა. მე უბრალოდ პასს მივცემდი და ყველაფერი დასრულდებოდა.“

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში დეკუ რონალდუსთან და მესისთან ერთად თამაშობდა. კრიშტიანუსთან პორტუგალიის ნაკრებში, ხოლო ლეოსთან „ბარსელონაში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “მოდრიჩის მომავალი თავის ხელშია“
ანჩელოტი: “მოდრიჩის მომავალი თავის ხელშია“