ლივერპული, იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი: “არ უნდათ, რომ ლივერპულმა წელს 4 ტიტული მოიგოს“

როგორც მოგეხსენებათ, „ლივერპულმა“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ჩელსი“ 1:0 დაამარცხა და მორიგ ტიტულს დაეუფლა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. გერმანელის თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ „ლივერპულმა“ წელს 4 ტიტული მოიგოს.

კლოპი:

„რა თქმა უნდა, ტიტულის მოგებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ვიცი სხვა გუნდის გულშემატკივრები იტყვიან, რომ ეს მხოლოდ „კარაბაოს“ თასია და მეტი არაფერი. დიახ, დიახ!! ნებისმიერი ისურვებდით ამ თასის მოგებას. ამ ქვეყანაში არავის სურს, რომ „ლივერპულმა“ 4 ტიტული მოიგოს. სწორედ ამიტომ დანიშნეს ასოციაციის თასის მატჩი ფინალიდან 3 დღის შემდეგ.“

ცნობისთვის, ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალში „ლივერპული“ „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა.

ამ სეზონში კი მერსისაიდული გრანდი კიდევ 2 ტურნირის მოგებისთვის იბრძვის. კლოპის გუნდი პრემიერ ლიგის ლიდერია და ასევე ევროპა ლიგის მერვედფინალში იმყოფება. მიმდინარე სეზონში „ლივერპულს“ მართლაც აქვს კარგი შანსი, რომ 4 ტიტული მოიგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დახმარება სჭირდება“ | ნაპოლი შეადარეს ადგილს, რომელსაც ცუნამიმ გადაუარა
„კვარას დახმარება სჭირდება“ | ნაპოლი შეადარეს ადგილს, რომელსაც ცუნამიმ გადაუარა