ლიონელ მესი
Aa
Aa

პირველი გოლი ახალ სეზონში | მესიმ ინტერ მაიამი წაგებას გადაარჩინა

ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ აშშ-ის საფეხბურთო ჩემპიონატის, MLS-ის ახალი სეზონის მეორე შეხვედრა „ლოს ანჯელეს გელექსის“ წინააღმდეგ გამართა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის გუნდი სტუმრის რანგში იყო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში 75-ე წუთზე გაიხსნა. მარკო დელგადოს გადაცემით დეიან იოველიჩმა ისარგებლა და „ლოს ანჯელესი“ დააწინაურა. „ინტერ მაიამიმ“ წონასწორობა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აღადგინა. ჟორდი ალბასა და მესის ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ, „ლა პულგამ“ ანგარიში 92-ე წუთზე გაათანაბრა.

მესიმ MLS-ის ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. გახსნით შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა „რეალ სოლტ ლეიკთან“ გამართა და 2:0 იმარჯვა, ლეოს ანგარიშზე საგოლე გადაცემა იყო. მისი პასით რობერტ ტეილორმა შეაგდო.

ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, „ინტერ მაიამის“ 4 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი გახლავთ. არგენტინელი სუპერვარსკვლავის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 მარტს გამართავს და საკუთარ კედლებში „ორლანდო სიტის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა დე ძერბის დაუკავშირდა - იტალიელმა კვარას ყიდვა მოითხოვა
ბარსელონა დე ძერბის დაუკავშირდა - იტალიელმა კვარას ყიდვა მოითხოვა