კარაბაოს თასი
Aa
Aa

118-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი | ლივერპულმა კარაბაოს თასი მეათედ მოიგო

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, ლეგენდარულ „უემბლის“ სტადიონზე კარაბაოს თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ჩელსი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდნენ.

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა შედეგიანი არ ყოფილა, გულშემატკივარმა მაინც კარგი სანახაობა და ამასთან დაძაბულობაც იხილა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. გუნდებმა ერთმანეთის კარში თითო-თითო ბურთის გატანა შეძლეს, თუმცა, ორივე გოლი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, თამაშგარეს გამო გაუქმდა.

გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც უფრო ძლიერი „ლივერპული“ აღმოჩნდა. იურგენ კლოპის გუნდმა გოლის გატანა 118 წუთზე შეძლო. თავი ვირჯილ ვან დაიკმა გამოიჩინა და მერსისაიდულ კლუბს კარაბაოს თასის მე-10 ტიტული მოუტანა.

რაც შეეხება „ჩელსი“, მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ფაქტობრივად ყველა ტურნირზე დაკარგა ტიტულის მოპოვების შანსი. ყველაზე რეალური კარაბაოს თასის მოგება იყო, თუმცა, არისტოკრატებისთვის სეზონი უტიტულოდ დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები