სევილია, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“რამოსი დიდ პატივისცემას იმსახურებს“ - ანჩელოტი სევილიასთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის „რეალი“ „სევილიას“ უმასპინძლებს. სანტიაგო ბერნაბეუზე სერხიო რამოსი ბრუნდება, მაგრამ ამჯერად მოწინააღმდეგის რანგში. მატჩის წინ, მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„არდა გიულერის ცოტა სათამაშო წუთები კონკურენციის ბრალია. მე ვირჩევ თერთმეტეულს, რომელიც ხშირად თამაშობს. ზოგს შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ტრავმებია.

ტონი კროოსმა მითხრა, რომ ნაკრებში დაბრუნება მის სათამაშო ფორმაზე გავლენას არ მოახდენს და არ გადაიღლება. ფერლან მენდი საუკეთესო ფლანგის მცველია. როდესაც ფლანგზე ვინისიუსი გყავს, შენთვის ყველაფერი ადვილი ხდება.

„სევილია“, რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემას შეგვიქმნის, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. პრიორიტეტი 3 ქულაა. სერხიო რამოსს დიდ პატივს ვცემ. მან „რეალისთვის“ ყველაფერი გააკეთა და გულშემატკივრებისგან მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „სევილიას“ დაპირისპირება 25 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: დე ლაურენტისის 4 ვერსია არსებობს - რომელმა მათგანმა შემომიტია?
სპალეტი: დე ლაურენტისის 4 ვერსია არსებობს - რომელმა მათგანმა შემომიტია?