გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

მეცის ქომაგების პროტესტი | ბოლონის სჯერა, რომ დარჩენა შესაძლებელია

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საკუთარ კედლებში „ლიონს“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა „მეცში“ დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი მე-13 წუთზე დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 1:2 დამარცხდნენ.

„ლიონთან“ წაგების შემდეგ, „მეცის“ გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს. ისინი მოედანზე შევიდნენ და გუნდის წარუმატებელი სვლის გამო, თავიანთი უკმაყოფილება დააფიქსირეს. „მეცის“ ქომაგთა მხრიდან, აგრესიას ადგილი არ ჰქონია და სტადიონის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა, მათ მინდორი მალევე დაატოვებინეს.

„ლიონთან“ მატჩის შემდეგ, საკუთარ გუნდზე ლასლო ბოლონიმაც ისაუბრა და „მეცის“ თავკაცს სჯერა, რომ ლიგა 1-ში დარჩენა შესაძლებელია: „არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პირველ და მეორე ტაიმში სხვადასხვა გუნდი ვიყავით. მეორე ნახევარში ბევრს ვეცადეთ, განსაკუთრებით ბოლო 20 წუთში. წინ წავედით და კარგი სამუშაო გავწიეთ. დიდიე ლამკელ ზემ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა და სხვა შანსებიც გვქონდა.

მაქსიმუმი გავაკეთეთ. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ფეხბურთელთა გაკრიტიკების მომხრე არ ვარ. ქომაგთა პროტესტი? ეს ჩემზე დამოკიდებული არაა. უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება? ასეთ შორეულ მომავალზე არ ვფიქრობთ. გვინდა, მოვუმატოთ და პროგრესს მივაღწიოთ. გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც დამაკმაყოფილებელ თამაშს აჩვენებენ, მაგრამ შეცდომებს უშვებენ და რაღაც აკლდებათ. ვცდილობთ, თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ და ლიონისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მგონია, რომ დღეს ფრეს ვიმსახურებდით. ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია და გამონაკლისი არც ჩვენი უმაღლეს დივიზიონში დარჩენაა“.

ცნობისთვის, ლიგა 1-ის 23 ტურის შემდეგ, „მეცს“ 17 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 მარტს გამართავს და სტუმრად მე-16 ადგილზე მყოფ „ნანტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლია, ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს“ | ალჯო ილიაზე
„შეუძლია, ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს“ | ალჯო ილიაზე