სევილია, სერხიო რამოსი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

რამოსი: “თუ რეალს გავუტან, არ აღვნიშნავ“

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალ“ „სევილიას“ უმასპინძლებს. „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ ლეგენდარული სერხიო რამოსი ითამაშებს, რომელმაც აღნიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

რა თქვა რამოსმა?

„“რეალის“ წინააღმდეგ თავს ისე ვიგრძნობ, როგორც სახლში, რადგან ამ კლუბში კარიერის საუკეთესო მომენტები გავატარე და ყველასთან დიდებული ურთიერთობა მაქვს. ეს უნიკალური და ძალიან ემოციური მომენტი იქნება. ცხადია „რეალი“ ყოველთვის ყველაფრის მოსაგებად თამაშობს. ახლა ისინი კარგ ფორმაში და სიტუაციაში არიან. ჩვენც ვეცდებით, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ.

„ბლანკოსის“ გულშემატკივრებს დიდ პატივს ვცემ და თუ გავიტან ან „სევილია“ გაიმარჯვებს ამას არ აღვნიშნავ. მიუხედავად ამისა, თუ გავიმარჯვეთ მოხარული ვიქნები, რადგან ჩვენ ახლა 3 ქულა ჰაერივით გვჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ ესპანელი უკანახაზელი მადრიდის „რეალს“ სწორედ „სევილიადან“ შეუერთდა. ტრანსფერი 2005 წელს განხორციელდა. რამოსმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 671-ჯერ მოირგო, 101 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგია - ფლიკს მხოლოდ ბარსა უნდა
ბაიერნში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგია - ფლიკს მხოლოდ ბარსა უნდა