გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ისტორიის დაწერის შანსი აქვს | El Desmarque-ის სტატია მამარდაშვილზე

ცნობილი ესპანური გამოცემა, El Desmarque-ი „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატიას უძღვნის. ავტორი „ღამურების“ მიერ „მესტალიაზე“ ნაჩვენებ თამაშზე გვესაუბრება და აცხადებს, რომ „მამარდას“ ისტორიის დაწერა შეუძლია.

„გიორგი მამარდაშვილს შეუძლია, ვალენსიასთან ერთად ისტორია დაწეროს და სტატისტიკა მის მხარესაა. ქართველ მეკარეს, მიმდინარე სეზონში, მესტალიაზე გამართულ 12 შეხვედრაში მხოლოდ 6 გოლი აქვს გაშვებული. თუ ასე გააგრძელა და საშუალო ნიშნული შეინარჩუნა, სეზონის ბოლოს 9 გოლი ექნება გაშვებული. 21-ე საუკუნეში, ამაზე უკეთესი შედეგი ვალენსიამ მხოლოდ ერთხელ, 2001/02 წლებში დააფიქსირა, როცა რაფა ბენიტესის გუნდი ლა ლიგის ჩემპიონი გახდა (8 გაშვებული გოლი).

იმ სეზონში, ვალენსიამ საშინაო კედლებში კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა, მამარდაშვილის ანგარიშზე 7 უგოლო მატჩია. ბენიტესის გუნდს სეზონის ამ ეტაპზე, საკუთარ კედლებში 6 გოლი ჰქონდა გაშვებული და მესტალიაზე გამართულ საწყის 5 თამაშში კარი მშრალად შეინახა. მამარდაშვილს მესტალიაზე კიდევ 7 მატჩი ელის და ისინი გადაწყვეტენ სეზონს რამდენი მიღებული ბურთით დაასრულებს“, - წერს ესპანური გამოცემა.

მესტალიაზე გაშვებული გოლების რაოდენობა სეზონების მიხედვით

2023/24: 6. 2022/23: 19 2021/22: 24 2020/21: 23 2019/20: 16 2018/19: 12 2017/18: 16 2016/17: 32 2015/16: 23 2014/15: 10 2013/14: 24 2012/13: 25 2011/12: 20 2010/11: 21 2009/10:12 2008/09: 26 2007/08: 31 2006/07: 16 2005/06: 16 2004/05: 17 2003/04: 16 2002/03: 15 2001/02: 8 2000/01: 10.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მომენტში ბარსას დონის ფეხბურთელი არაა“ | Tuttosport-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე
„ამ მომენტში ბარსას დონის ფეხბურთელი არაა“ | Tuttosport-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე