ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, ამიენი
Aa
Aa

ბორდო მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა - დავითაშვილმა 77-ე წუთიდან ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „ამიენს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

მასპინძლებმა ანგარიში პირველ ნახევარში, 31 წუთზე გახსნეს. ჟირონდელთა კარში გოლი ჯეკ ლანემ გაიტანა. „ბორდომ“ წონასწორობა შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე აღადგინა. თავი ვეტრომ გამოიჩინა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

რაც შეეხება დავითაშვილს, ქართველი შემტევი ალბერტ რიერამ სათადარიგო სკამზე დატოვა და მოედანზე 77-ე წუთზე შეიყვანა, თუმცა, მიღებული სათამაშო დროის განმავლობაში ზურიკო დავითაშვილმა შედეგიანი მოქმედების შესრულება, ან სახიფათო ეპიზოდის შექმნა ვერ მოახერხა.

25 ტურის შემდეგ „ბორდო“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-13 ადგილს იკავებს. ალბერტ რიერას გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „გუინგამპის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები