ილია თოფურია, დენა უაითი
Aa
Aa

თოფურია სანტიაგო ბერნაბეუზე იჩხუბებს? - დენა უაითის იდეა

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ილიამ ლეგენდარული მებრძოლი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ისე გაიმარჯვა.

სპორტულ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ვიგებთ, რომ UFC-ის პრეზიდენტს დენა უაითს თოფურიას შემდეგი ბრძოლის გამართვა მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე სურს.

დენას პრიორიტეტია, რომ სტადიონს გადახურვის რეჟიმი ჰქონდეს და განახლებული ბერნაბეუ სწორედ ასეთია. თუ შეთანხმება შედგა, ეს იქნება პირველი შემთხვევა 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც UFC-ის საღამო საფეხბურთო სტადიონზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ესპანეთში ძალიან უყვართ. ბრძოლის წინ მას ისეთი ლეგენდარული ადამიანები ამხნევებდნენ, როგორებიც იკერ კასილასი, რაფაელ ნადალი, ალვარო მორატა და სხვები არიან.

ასევე შეგახსენებთ, ქართველ მებრძოლს UFC-ში 15 ბრძოლა აქვს გამართული და აბსოლუტურად ყველა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოკალური ზამორა - AS-ის სტატია მამარდას ბრწყინვალე სტატისტიკაზე
ლოკალური ზამორა - AS-ის სტატია მამარდას ბრწყინვალე სტატისტიკაზე