ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ყოჩაღ биджо“ - ისლამ მახაჩევი თოფურიას ჩემპიონობას გამოეხმაურა

ილია თოფურია UFC 298-ის მთავარი მოვლენის ფარგლებში ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა, რასაც ბევრი არ ელოდა და ამ ფაქტს სოციალურ მედიაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა თოფურიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ალექსი უდავოდ ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონია ქვემსუბუქი წონით დივიზიონში. თავი ასწიე და უფრო ძლიერი დაბრუნდი!

ახალ ჩემპიონს ილია თოფურიას ვულოცავ, ყოჩაღ биджо!“

- წერს სოციალურ ქსელში ისლამ მახაჩევი.

აქვე გეტყვით, რომ ილიას ანგარიშზე ჯამში 15 მოგება და 0 წაგებაა, ვოლკანოვსკი კი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში კარიერაში პირველად დამარცხდა და თან ნოკაუტით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორ თუ კვერცხები ისევ გაქვს, ვიჩხუბოთ“ | რა თქვეს ილიამ და ვოლკმა
„კონორ თუ კვერცხები ისევ გაქვს, ვიჩხუბოთ“ | რა თქვეს ილიამ და ვოლკმა