ილია თოფურია, ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ღონისძიების საუკეთესო ბრძოლა - თოფურიამ დამატებით 50 ათასი მიიღო

ილია თოფურია UFC 298-ის მთავარი მოვლენის ფარგლებში ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა!

UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონი გვყავს, რომელმაც პირობა შეასრულა და ვოლკანოვსკი გათიშა.

ილია თოფურიამ დამატებით 50 ათასი დოლარი მიიღო. ბრძოლა საღამოს მთავარ წარმოდგენად შეფასდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა.

ილიასთვის ეს კარიერაში მე-15 გამარჯვება იყო.

„ელ მატადორის“ ანგარიშზე ჯამში 15 მოგება და 0 წაგებაა, ვოლკანოვსკი კი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში კარიერაში პირველად დამარცხდა და თან ნოკაუტით.

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონით კატეგორიაში დღეს მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლის მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ცხოველი მეცნიერულად უნდა გამოიკვლიონ“ - სოცმედია დვალიშვილზე
„ეს ცხოველი მეცნიერულად უნდა გამოიკვლიონ“ - სოცმედია დვალიშვილზე