მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

დვალიშვილმა სეხუდოს მექსიკის დროშა აუფრიალა - ჰენრიმ რუსულად უპასუხა

UFC-ის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს პრესკონფერენცია გაიმართა. სეხუდო, რომელიც წარმოშობით მექსიკელია და აშშ-ის მოქალაქეა, მის ისტორიულ სამშობლოზე, მექსიკაზე არასდროს საუბრობს. ჰენრი სეხუდოს მექსიკისადმი ეს დამოკიდებულება დვალიშვილმა საკუთარ სიტყვებსა და ქმედებაში გამოიყენა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მექსიკას წარმომადგენელი სჭირდება და ასეთი თავად მერაბი იქნება.

„მექსიკას მე გავაბედნიერებ, მექსიკის წარმომადგენელი მე ვიქნები, ამ ქვეყანას სჭირდება ის, ვინც მას წარმოადგენს. მექსიკა იამაყებს ჩემით'' - ეს სიტყვები დვალიშვილმა ყვირილით დაასრულა და მექსიკის დროშა გაშალა, შემდეგ კი ჰენრი სეხუდოს მიმართა: „პატივს გცემ, მაგრამ ახლა უკვე ჩემი დროა. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემპიონი გავხდე''.

საპასუხოდ, სეხუდომ დვალიშვილს რუსულად მიმართა: „გაგანადგურებ''.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ორთაბრძოლა UFC 298-ზე, თბილისის დროით 18 თებერვალს, 07:00 საათიდან აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლას ილია თოფურია ჩაატარებს, რომლის მეტოქეც ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები