საბა საზონოვი, მატეო ლოვატო
Aa
Aa

საზონოვი თუ ლოვატო? - Gazzetta-სა და Tuttosport-ის განსხვავებული ვარაუდები

Tuttosport-ის ინფორმაციით, „ტორინოს’’ მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი „ლეჩესთან’’ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მატეო ლოვატოს დააყენებს, თუმცა Gazzetta-ს ცნობით, სასტარტოში საბა საზონოვის გამწესების შანსი უფრო მეტია. როგორც Gazzetta წერს, პროცენტულად საზონოვის შანსი ოდნავ მეტია, საბას 55 პროცენტს აკუთვნებს, ლოვატოს - 45 პროცენტს.

შეგახსენებთ, ალესანდრო ბუონჯორნოს ტრავმის შემდეგ საზონოვისა და ლოვატოს სათამაშო დრო გაიზარდა, აღნიშნულ მოთამაშეები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან, „სალერნიტანასთან’’ სასტარტოში ქართველი ფეხბურთელი იყო, „სასუოლოსთან’’ - ლოვატო.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ივან იურიჩს ლოვატოსა და საზონოვის შესახებ ჰკითხეს, ხორვატი სპეციალისტი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს: „ალესანდრო ბუონჯორნოს ჩანაცვლება მარტივი არაა. ბოლო შეხვედრაში სამუშაოს შესრულება საკუთარ თავზე ლოვატომ აიღო. საზონოვი პროგრესირებს. ამ კვირაში, ორივე ფეხბურთელმა კარგად იმუშავა და ხვალ გადავწყვეტ, ვინ დავაყენო“.

„ტორინო'' - „ლეჩეს'' მატჩი დღეს, 16 თებერვალს, 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები