ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი თოფურიაზე: „ბევრი ლაპარაკი დაღუპავს“

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ავსტრალიელმა მებრძოლმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან სატიტულო ბრძოლამდე 2 დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი:

ის ჩემს სტილზე საუბრობს, მაგრამ არ იცის დეტალები. ის ვერ ხვდება თამაშის წესებს ისე, როგორც მე. ის უბრალოდ ფიქრობს, რომ გალიასთან მივიმწყვდევ და დავარტყავ, მაგრამ ვერ ხვდება დროს, დისტანციას... იქ კიდევ ბევრი სხვადასხვა ნიუანსია, რომელსაც ვერ იგებს. რასაც ლაპარაკობს, იმედია მხოლოდ უბრალო საუბარია, სხვა შემთხვევაში ჩემთვის ეს ბრძოლა პარკში გასეირნებასავით იქნება.

თავის თავს ჩემპიონს ეძახის? ის უბრალოდ თამაშობს, საქმეს ბრწყინვალედ ასრულებს. ამას ვაფასებ. ქმნის აჟიოტაჟს, ზრდის ცნობადობას და ა.შ. ის იკბინება, მორგებული აქვს სუპერვარსკვლავის როლი, იძახის, რომ კონორ მაკგრეგოს ამას და იმას დავმართებო, მაგრამ ასეთი რაღაცები მას მხოლოდ დააზარალებს. ის უბრალოდ თამაშობს, ალბათ იმიტომ რომ ჭკვიანია და შესაძლოა, სწორადაც ემზადება. მაგრამ ბევრი ლაპარაკი ხშირ შემთხვევაში ცუდად სრულდება. როგორც გითხარით, მგონია, რომ ის უბრალოდ თამაშობს.

ის იმ ბიჭებისგან, რომლებიც აქამდე დავამარცხე, არაფრით განსხვავდება. ხალხი ცდილობს რომ აჟიოტაჟი მისი რიცხვებისგან შექმნას. იძახიან რომ დაუმარცხებელია და ა.შ. ეს სასაცილოა. რაშია ყველაზე სახიფათო, კრივში? ხალხი იძახის, რომ კრივის გამო უნდა ვღელავდე, არ ვიცი... ალბათ სახეზეც მატყობთ, რომ არ ვღელავ. ზოგადად, შანსი ყველას აქვს, მაგრამ ერთადერთი გზა, რითაც ამ დივიზიონში დავმარცხდები არის ის, რომ ვიღაცამ დამიჭიროს, ან დარტყმის დროს გაუმართლოს. ის თითქოს მაჩვენებს, რომ კარგი ხელების გარდა, სხვა ასპექტშიც ძლიერია და ამაზე უნდა ვიფიქრო. ის ეტყობა ნერვიულობს, მაგრამ მე ამით ვერ შემაშინებს. ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. არ ვამბობ რომ ძლიერი არ არის. მხოლოდ კრივი ჩემთვის დიდი საფრთხეა, მაშინ შეიძლება ამ სფეროში საკმარისი ცოდნა არ აქვს. ძლიერი ნამდვილად არის, კარგად დაბალანსებული თვისებები აქვს, რაც ნამდვილად სახიფათოდ ქმნის, მაგრამ მხოლოდ დარტყმებით ვერაფერს გახდება. ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. კარგია, რომ აჟიოტაჟი შაბათამდე გროვდება, მაგრამ ბრძოლის დღეს ეს აჟიოტაჟი სწრაფად გაქრება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა UFC 298-ზე, აშშ-ის ქალაქ ანაჰეიმში 18 თებერვალს, საქართველოს დროით 07:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი: „თოფურიას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი“
დენა უაითი: „თოფურიას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი“