ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ“ - რა ბედი ელის კიტეიშვილს

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის მომავალი კვლავ გაურკვეველია. 27 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივებიათ.

ცოტა ხნის წინ, „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს ქართველ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა, თუმცა, ჟურნალისტებს მოკლე პასუხი გასცა:

„კიტეიშვილის წარმომადგენელი გრაცში მომავალ ხუთშაბათს ჩამოვა და ფეხბურთელის შესახებ საუბარი კიდევ ერთხელ გვექნება“, - თქვა შიკერმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ფრანგულმა მედიამ დაწერა, რომ ოთარ კიტეიშვილის დამატებით ლიგა 1-ის კლუბი „მეცი“ არის დაინტერესებული, რომელშიც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე თამაშობს. შიკერის ამ კომენტარით კი ვიგებთ, რომ ავსტრიულ კლუბმა კიტეიშვილთან შეთანხმებას კიდევ ვერ მიაღწია.

27 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. კიტეიშვილმა თავი ორი დღის წინ, ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში გამოიჩინა, როდესაც გათამაშების ლიდერ „ზალცბრუგს“ გამათანაბრებელი გოლი გაუტანა და საკუთარი გუნდი წაგებას გადაარჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლებელია კვარას ასეთი უნარებით ასე ცოტა გოლი გაჰქონდეს...“
„შეუძლებელია კვარას ასეთი უნარებით ასე ცოტა გოლი გაჰქონდეს...“