ჰარდენი და პორზინგისი NBA-ს კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს
Aa
Aa

ჰარდენი და პორზინგისი NBA-ს კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს

NBA-მ ტრადიციულად კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. 

დასავლეთ კონფერენციის კვირის საუკეთესო კალათბურთელი ჯეიმს ჰარდენი გახდა, რომელმაც მიმდინარე კვირაში შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა. "ბაბუაწვერა" საშუალოდ 36.3 ქულას და 10 გადაცემას აგროვებდა. მისი თაოსნობით "ჰიუსტონმა" 4 ჩატარებული მატჩიდან 3 მათგანის მოგება მოახერხა.

რაც შეეხება დასავლეთ აღმოსავლეთ კონფერენციას, იქ "ნიუ იორკ ნიქსის" ერთ-ერთი ლიდერი კრისტაპ პორზინგისი გამოირჩა. ლატვიელი კალათბურთელი საშუალოდ 33.5 ქულას, 6.8 მოხსნას და 3.2 ბლოკს აგროვებდა. "ჰიოსტონის" მსგავსად "ნიუ იორკმაც" 4-დან სამი დაპირისპირების მოგება მოახერხა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები