მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

ბოლონი: მიქაუტაძემ ეს საკუთარ თავში თავიდან უნდა აღმოაჩინოს

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდება. მატჩი 9 თებერვალს გაიმართება.

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და საუბრისას გიორგი მიქაუტაძეც ახსენა.

„სირთულეების შესახებ ვიცოდით და მზად ვიყავით მათთან გასამკლავებლად, თუმცა მოულოდნელად საქმე სხვაგვარად წარიმართა. გვეგონა პრობლემებს უფრო მარტივად გავუმკლავდებოდით. შედეგი თავდაჯერებასა და შესაბამის განწყობას მოაქვს.

მიქაუტაძე? მან აჩვენა, რომ ხარისხი და ეფექტურობა აქვს. ჟორჟმა ეს ყველაფერი საკუთარ თავში თავიდან უნდა აღმოაჩინოს. რაც შეეხება დიდიეს (დიდიე ლამკელ ზე), ის კარგი ფეხბურთელია, მის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ, მას და მიქაუტაძეს სათანადო თვისებები აქვთ და ეს ყველაფერი ბოლო მატჩში ყველამ ვიხილეთ“.

- განაცხადა ლასლო ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველი ფორვარდის გუნდი 20 ტურის შემდეგ, 16 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

„მარსელისა“ და „მეცის“ შეხვედრა შაბათს 23:55 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?