ვან პერსი კარიერას „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს
ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი კარიერას თურქულ “ფენერბახჩეში” გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერი სტამბოლური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
რობინი სტამბულში დღეს ჩაფრინდა, სადაც ადგილობრივმა გულშემატკივრებმა დიდი დახვედრა მოუწყვეს. 31 წლის ფორვარდმა ახალ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, ტრანსფერის ფასი 4.62 მილიონი გირვანქაა.
ვან პერსი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და 105 შეხვედრაში 58 გოლის გატანა მოახერხა.