ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი სიმეონე
Aa
Aa

თუ ბურთს ფეხში მისცემ, პრობლემებს მოაგვარებს - სიმეონე კვარაზე

სერია A-ს 23-ე ტურში „ნაპოლიმ’’ ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლით აუტსაიდერი „ვერონა’’ 2:1 დაამარცხა.

როგორც Sportnapoli წერს, ეს კვარას ეფექტია: პოზიციის ცვლილებამ, კვარაცხელიას მოედნის ცენტრში გადასვლამ „ნაპოლის’’ ახალი სიცოცხლე შესძინა. მატჩის შემდეგ ჯოვანი სიმეონემ ქართველზე ისაუბრა.

„ჩემს უკან ფეხბურთელის ყოლა შეტევის განვითარებისთვის სივრცეების პოვნაში მეხმარება. თუ კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელს ბურთს ფეხში მისცემ, ის პრობლემებს მოაგვარებს და ძალიან დაგეხმარება’’.

სერია A-ს შემდეგ ტურში „მილანი’’ „ნაპოლის’’ მიიღებს. სიმეონემ ამ მატჩთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„გასულ წელს „მილანს’’ გავუტანე და ეს გოლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ასევე ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ეს გზა გავაგრძელოთ’’.

სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ნაპოლიმ’’ 22 მატჩში 35 ქულა დააგროვა, მე-7 ადგილზეა. შემდეგ ტურში „ნაპოლი’’ „მილანს’’ ესტუმრება (11 თებერვალი, 23:45).

ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი „ვერონასთან''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები