ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

თოფურია: „ვოლკს პირველ რაუნდში დავაფინიშებ, მასზე სრულყოფილი მებრძოლი ვარ“

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ილია თოფურიამ UFC ESPANOL-ს ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩანიშნულ სატიტულო ბრძოლასა და მისთვის მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა.

„როგორია ასეთი მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის გამართული მოსამზადებელი კემპი? ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე რთულ კემპს გავდივარ, მაგრამ ასეთი პროფესიონალური მიდგომა არასდროს მქონია. მომდევნო მეტოქის ღრმა ანალიზი ჩავატარეთ და ყველაფრისთვის მზად ვართ. ვოლკთან ჩხუბისთვის მოსამზადებლად გურამ ქუთათელაძე მეხმარება, რადგან მას ალექსის მსგავსი სტილი აქვს. ასევე, მყავს ჩემი ძმა, ალექსანდრე, ვისაც შეუძლია, ნებისმიერი მებრძოლის სტილში იჩხუბოს. ასე რომ, მზად ვარ, კიდევ ერთხელ გავიბრწყინო.

რატომ ვარ განსხვავებული და რატომ შემიძლია ვოლკანოვსკის დამარცხება? MMA-ის მებრძოლთა ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ. მაქვს სტილი, რომელსაც ყველა კომპონენტში ევოლუცია აქვს გავლილი და ვთვლი, რომ ვოლკანოვსკიზე ბევრად სრულყოფილი და ეფექტური მებრძოლი ვარ. გამოცდილება მის მხარესაა, მაგრამ ჩემს მხარეს ახალგაზრდული სისხლია და ვოლკს პირველ რაუნდში დავაფინიშებ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბი 17 თებერვალს, (თბილისის დროით 18 თებერვალს) გაიმართება და ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს. ბრძოლა გამთენიისას, დაახლოებით 7-8 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიაზე 100%-ანი პენალტი იყო!“ | იტალიაში ნაპოლი-ვერონას მსაჯი გააკრიტიკეს
„კვარაცხელიაზე 100%-ანი პენალტი იყო!“ | იტალიაში ნაპოლი-ვერონას მსაჯი გააკრიტიკეს