ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელიაზე 100%-ანი პენალტი იყო!“ | იტალიაში ნაპოლი-ვერონას მსაჯი გააკრიტიკეს

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და ტელეკომპანია DAZN-ის წამყვანმა, ლუკა მარელიმ „ნაპოლისა“ და „ვერონას“ მსაჯთა ბრიგადა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შეხვედრის მე-7 წუთზე მსაჯებმა 100%-ანი პენალტი არ დადეს.

ეპიზოდის მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია იყო. ქართველი შემტევი ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში სახიფათოდ შევიდა, თუმცა, მცველებმა მხოლოდ უხეში ვარდნის შემდეგ შეაჩერეს. ეპიზოდი საბოლოოდ კუთხურით დასრულდა და მთავარ მსაჯს ეს მომენტი VAR-ზეც არ გადაუხედავს.

სწორედ ამ ეპიზოდზე ისაუბრა ლუკა მარელიმ და აღნიშნა, რომ ეს ვარდნა მინიმუმ VAR-ზე გადამოწმებას მაინც იმსახურებდა.

ლუკა მარელი:

მარკო პიჩინინი, „ნაპოლისა“ და „ვერონას“ მატჩის მსაჯი ეპიზოდებს არც თუ ისე კარგად აფასებდა. საერთო ჯამში, მოედანზე ცუდად არ უმსაჯია, მაგრამ ცალკეული ეპიზოდები გადახედვას აუცილებლად საჭიროებდა.

იყო თუ არა კვარაზე პენალტი? გამეორებაზე ჩანს, რომ კაბალი ბურთს ეხება, მაგრამ მანამდე, კვარაცხელიას აშკარად ფეხში ჩაარტყა. ჩემთვის, ეს აშკარა პენალტი იყო. რატომღაც, VAR-მა ეპიზოდი ძალიან სწრაფად შეამოწმა და ჩემდა გასაკვირად მსაჯს არ გადაამოწმებინა.

შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო. იმის მიუხედავად, რომ მაცარის უნდი 73-ე წუთზე 0:1 აგებდა, ნგონგესა და კვარაცხელიას გოლებით მატჩის შემოტრიალება და გამარჯვება მაინც შეძლო.

23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა. მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ ელის. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დარწმუნებული ვარ, თავს კარგად გაართმევს“ - მაცარი კვარას ახალ როლზე
„დარწმუნებული ვარ, თავს კარგად გაართმევს“ - მაცარი კვარას ახალ როლზე