გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის საგოლე პასი | მეცმა ზედიზედ მე-6 თამაში წააგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 სათამაშო დღეს, „მეცმა“ ტურის დაწყებამდე ბოლო ადგილზე მყოფ „ლორიენს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძემ 85 წუთი ითამაშა და, „აიაქსიდან“ დაბრუნების შემდეგ, პირველ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

22-ე წუთზე, როცა „მეცი“ 0:1-ს აგებდა, ქართველმა მეტოქეს ბურთი ცენტრის რკალთან აართვა და ლამკელს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ქართველ შემტევს, ამ ეპიზოდის გარდა, გამოსარჩევი მომენტი არ ჰქონია. მისმა გუნდმა კი თამაში 1:2 დათმო, კვლავ გასავარდნ ზონაშია, „ლორიენის“ მსგავსად, 16 ქულა აქვს და ბოლოა ადგილზე დაქვეითებულ „კლერმონს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

„მეცმა“ ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო - ბოლოს 26 ნოემბერს აიღეს ქულა, როცა გასვლაზე სწორედ „ლორიენს“ (3:2) აჯობეს.

მიქაუტაძის გუნდი მომდევნო მატჩს 10 თებერვალს, ჯენარო გატუზოს „მარსელთან“ სტუმრად გამართავს. მარსელელები მე-8 ადგილზე არიან და სამეულთან, ამ მომენტში, 6 ქულა აშორებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ნაპოლიმ კვარას შედევრით მოიგო
გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ნაპოლიმ კვარას შედევრით მოიგო