ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ნაპოლიმ კვარას შედევრით მოიგო

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ვერონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 გაიმარჯვა.

ქართველი შემტევი ტრადიციულად ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმის გარდა, რომ „ნაპოლიდან“ საუკეთესო იყო, თავისი გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა.

ანგარიში 72-ე წუთზე სტუმრებმა კოპოლას გოლით გახსნეს, თუმცა, ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილმა „ნაპოლიმ“ გამარჯვება მაინც შეძლო. მაცარის გუნდმა წონასწორობა 79-ე წუთზე აღადგინა. საგულისხმოა, რომ „ვერონას“ კარში გოლი ამავე გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, ნგონგემ აღადგინა.

გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც „ვერონას“ მეკარის კარი შორეული გასროლით აიღო.

23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა. მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ ელის. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები