კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო რამოსი, კარიმ ბენზემა, იკერ კასილასი, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

სიმეონე: რეალი რონალდუმ, რამოსმა და ბენზემამ დატოვეს, თუმცა გუნდი დონეს მაინც ინარჩუნებს

კვირას ლა ლიგის 23- ტურში მადრიდული დერბი შედგება. მატჩამდე დიეგო სიმეონემ კარლო ანჩელოტის გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც გარედან არ ჩანს. მათ ჰყავთ გამორჩეული მწვრთნელი, რომელიც გუნდს ძალიან კარგად უძღვება. მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი პრეზიდენტი, ფლორენტინო, რომელიც მართავს მსოფლიოს საუკეთესო კლუბს. აღფრთოვანებული ვარ მისით და რამდენად მომთხოვნია ის მადრიდელების კონკურენტუნარიანობის მიმართ.

რამოსი წავიდა. რონალდუ წავიდა. ბენზემა წავიდა. კასილასი წავიდა. კლუბი კი თავის დონეს ინარჩუნებს. და ეს იმიტომ, რომ მართვის მოდელი და კლუბის მართვა სამაგალითოა“,

- განუცხადა სიმეონემ ESPN-ს.

ბოლო 1 თვეში „ატლეტიკო“ „რეალს“ მესამედ დაუპირისპირდება. ესპანეთის სუპერ თასზე „ბლანკოსმა“ დამატებით დროში 5:3 მოიგო. სამეფო თასზე კი „როხიბლანკომ“ ასევე დამატებით დროში 4:2 გაიმარჯვა. ლა ლიგაში მათი პირველი დაპირისპირება „ანდა მეტროპოლიტანოზე“ სიმეონეს გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი კვირას 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 დიდი კლუბი ინტერესდება - დე ლაურენტისი ხვიჩას მომავალს გადაწყვეტს
4 დიდი კლუბი ინტერესდება - დე ლაურენტისი ხვიჩას მომავალს გადაწყვეტს