იურგენ კლოპი
Aa
Aa

რეკორდული ფასები ბილეთებზე - ლივერპული კლოპთან გამოსამშვიდობებლად ემზადება

ლივერპული იურგენ კლოპთან დასამშვიდობებლად ემზადება. სეზონის ბოლოს გერმანელი სპეციალისტი მერსისაიდულ კლუბს ოფიციალურად დატოვებს და როგორც ცნობილია, ჯერჯერობით 1-წლიან შვებულებას მოიწყობს.

„ლივერპულის“ ხელმძღვანელებს სურთ, რომ კლოპს განსაკუთრებული გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყონ. განსაკუთრებულ გაცილებას კი გულშემატკივრები გეგმავენ. უკვე ცნობილია, რომ 56 წლის სპეციალისტისთვის „ენფილდზე“ თავისი ბოლო მატჩი 19 მაისს, „ვულვზის“ წინააღმდეგ იქნება და ამის შემდეგ „სქაუზერები“ კლოპს სამუდამოდ დაემშვიდობებიან.

საგულისხმოა, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, 400-ჯერ არის გაზრდილი. Mirror-ის ინფორმაციით, რამდენიმე ვებგვერდზე ბილეთების დასი 21 ათას ევრომდეც არის გაზრდილი, დღგ-ს ჩათვლით კი გულშემატკივარს 29 ათასი ევროს გადახდა უწევს.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბილეთების რეალური ღირებულება 70 ევრო იყო. თუმცა, არსებობს შედარებით იაფი ვარიანტები, მაგალითად ლივერპულის სათადარიგო სკამიდან მოშორებით. ამ შემთხვევაში, გულშემატკივრებს 2000 ევროს გადახდა მოუწევთ, თუმცა, ეს ფასიც თითქმის 400-ჯერ არის გაზრდილი.

ბრიტანეთში ვარაუდობენ, რომ გამოსამშვიდობებელი მატჩის მოახლოებასთან ერთად, ბილეთების ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელად 2015 წელს დაინიშნა და გუნდს პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები