საუთჰემპტონი, გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

FA Cup: ჩაკვეტაძის 86 წუთი და ფრე საუთჰემპტონთან

ინგლისის FA Cup-ის 1/16 ფინალში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედნიდან 86-ე წუთზე გავიდა. პირველი ტაიმის მიწურულს ჩაკვეტაძემ ბურთის გადაგდების გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ნახევარში კი ერთხელ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა, მისი დარტყმული „საუთჰემპტონის“ მეკარემ მოიგერია. მომენტების სიმწირის მიუხედავად, ჩაკვეტაძე მოედნის ცენტრში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და გამთამაშებლის ფუნქციას ითავსებდა. ქართველი ფეხბურთელის კარგი მოქმედების შედეგად, „უოტფორდმა“ არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნა. ვალერიენ ისმაელმა ჩაკვეტაძე მოედნიდან 86-ე წუთზე გაიყვანა.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში მატეუშ მარტინსმა მე-5 წუთზე, ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა. „უოტფორდი“ მთელი თამაშის განმავლობაში 1:0 იგებდა, თუმცა, გამარჯვების შანსი ხელიდან 89-ე წუთზე გაუშვა. მატჩის მიწურულს, შეცვლაზე შემოსულმა არმსტრონგმა წონასწორობა აღადგინა და საუთჰემპტონი მარცხისგან იხსნა. შედეგად, ამ წყვილში გადათამაშება იქნება, მატჩი კი ამჯერად „საუთჰემპტონის“ სტადიონზე ჩატარდება.

მატჩის მიმოხილვა:

„საუთჰემპტონის“ ბერიერის დაძლევის შემთხვევაში, 1/8 ფინალურ ეტაპზე ჩაკვეტაძის გუნდის მეტოქე „ნიუპორტსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამარჯვებული იქნება. შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 20:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება მიიღო საზონოვმა კალიარისთან მატჩში
ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება მიიღო საზონოვმა კალიარისთან მატჩში