საბა საზონოვი
Aa
Aa

ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება მიიღო საზონოვმა კალიარისთან მატჩში

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ტურინის „ტორინო“ „კალიარის“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

საბა საზონოვი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა და გუნდი გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა.

Sofascore-მა მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება 7.1 დაუწერა და ეს მხოლოდ ნათამაშებ 12 წუთში. „ტორინოს“ მცველთაგან მსგავსი შეფასება მხოლოდ რიკარდო როდრიგესს ჰქონდა. (ბონჯორნო 7.0 - ტამეზე 6.6).

საბას მატჩის შემდგომი კომენტარი

„ჩემთვის ამ შეხვედრაში ყველაფერი კარგად წარიმართა. ერთი ზუსტი პასიც არ გამიკეთებია (იღიმის), თუმცა მთავარი გამარჯვება იყო.

ბონჯორნოს დისკვალიფიკაცია? ეს ალბათ ჩემი შანსია. ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდის, მხოლოდ ვარჯიშზე ვარ კონცენტრირებული. სალერნიტანასთან შეხვედრისთვის მოვემზადები, რომელშიც შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე. ჩვენ ძალიან კარგი და ძლიერი დაცვის ხაზი გვყავს, თუმცა კონკურენცია კარგია, ასევე ჩემთვისაც, რადგან ჯერ ახალგაზრდა ვარ. ახლა კი ჩემს შანსს მივიღებ“.

„ტორინო“ ამჟამად 31 ქულით მე-10 ადგილზეა და ევროზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

„ტორინო“ 4 თებერვალს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. მატჩი 15:30 საათზე დაიწყება. ალესანდრო ბონჯორნოს დისკვალიფიკაციის ფონზე, მოსალოდნელია, რომ საზონოვი სასტარტოში იქნება.

საზონოვის ყველა მომენტი VS კალიარი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრემონეზეს თავკაცმა დაადასტურა | ლოჩოშვილი ბრეშასთან ძირითადში იქნება
კრემონეზეს თავკაცმა დაადასტურა | ლოჩოშვილი ბრეშასთან ძირითადში იქნება