მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„885-ე ადგილზე მყოფ ფრენკი საენსს გამოვიწვევ“ | მერაბ დვალიშვილის სახუმარო ვიდეო

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა და სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე იხუმრა.

„უახლესი ამბებით დაგიბრუნდით. ყველამ ვიცით, რომ მოქმედმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ ტოპ 15-ში მეექვსე ადგილზე მყოფი მარლონ „ჩიტო“ ვერა გამოიწვია, რათა მასთან წაგებული ბრძოლის გამო, რევანში აიღოს. რა თქმა უნდა, „ჩიტო“ გამხდარ ბიჭს კიდევ ერთხელ დაამარცხებს და ახალი ჩემპიონი გახდება. ვერამ უკვე გამოიწვია მეოთხე ადგილზე მყოფი კორი სენდჰეგენი, რათა მასთან წაგებული ბრძოლის გამო, რევანში აიღოს. რა თქმა უნდა, კორი „ჩიტოს“ კიდევ ერთხელ დაამარცხებს და ახალი ჩემპიონი გახდება.

ამის შემდეგ, სენდჰეგენი მეხუთე ადგილზე მყოფ პიოტრ იანს გამოიწვევს, რათა მასთან წაგებული ბრძოლის გამო, რევანში აიღოს. პიოტრი კორის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და მეორე ადგილზე მყოფ ამ სიმპათიურ ბიჭს გამოიწვევს (საკუთარ თავზე საუბრობს). რა თქმა უნდა, ეს სიმპათიური ბიჭი იანს კიდევ ერთხელ დაამარცხებს და აი, ახლა დადგა ახალი ამბის დრო. წაგებული ბრძოლის გამო, რევანშის აღებას მოვისურვებ და 885-ე ადგილზე მყოფ ფრენკი საენსს (მებრძოლი, რომელთანაც მერაბმა UFC-ში გამართული პირველი ბრძოლა წააგო) გამოვიწვევ, რომელსაც კარიერა დასრულებული აქვს.

რა ჯანდაბა ხდება ხალხო? და, ჰენრი, ჩემზე რას ამბობ? არ გეგონოს, რომ დამავიწყდი. საავადმყოფოდან ტესტების შედეგი მოგვივიდა და სეხუდოს თავის ტვინი აქვს დაზიანებული. მას საკუთარ თავზე გრძელი ენა აქვს, მაგრამ არ იდარდოთ, ექიმი მერაბი ამ პრობლემას 17 თებერვალს მოაგვარებს“, - თქვა მერაბმა.

შეგახსენებთ, რომ სეხუდოს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამაჩემს კვარა ძალიან მოეწონებოდა“ | დიეგო მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა
„მამაჩემს კვარა ძალიან მოეწონებოდა“ | დიეგო მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა