ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი
Aa
Aa

სინერმა ჯოკოვიჩი დაამარცხა - ავსტრალიის ღია პირველობას ახალი ჩემპიონი ეყოლება

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი იტალიელ აინიკ სინერთან დამარცხდა - 1:6, 2:6, 7:6 (8:6), 3:6.

ავსტრალიის ღია პირველობას ახალი ჩემპიონი ეყოლება, რადგან როგორც სინერს, ასევე მეორე ნახევარფინალის ორივე მონაწილეს, დანილ მედვედევსა და ალეკსანდრ ზვერევს აღნიშნული ტურნირი არასდროს მოუგიათ.

ჯოკოვიჩი-სინერის შეხვედრა 3 საათი და 26 წუთი გრძელდებოდა. სინერის ანგარიშზე 9 ეისია, მან 1 შეცდომა დაუშვა, 11-დან 5 ბრეიკ-პოინტი წარმატებით შეასრულა. რაც შეეხება სერბს, მის ანგარიშზე 7 ეისი და 4 ორმაგი შეცდომაა.

მიმდინარე ჩემპიონატზე სინერმა სეტი მხოლოდ ჯოკოვიჩთან დათმო.

სინერი მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-4 ადგილზეა და კარიერაში პირველად ავსტრალიის ღია პირველობის მოგების რეალური შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები