მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

მერაბის გაკვეთილმა შედეგი გამოიღო | სეხუდომ დვალიშვილის გვარი სწორად წარმოთქვა

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო The HJR Experiment-ის პოდკასტის სტუმარი იყო. „ტრიპელ სიმ“ მომდევნო ჩხუბზე ისაუბრა, რომელსაც მერაბ დვალიშვილთან გამართავს. ამჯერად, სეხუდომ „მანქანის“ გვარი სწორად გამოთქვა და მისთვის „დაშაზვილი“ არ უწოდებია, რაც ალბათ, მერაბის დამსახურებაცაა.

„17 თებერვალს მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ ვიჩხუბებ და გამარჯვებული ქამრისთვის ბრძოლის ნომერ პირველი პრეტენდენტი გახდება. ალჯამეინ სტერლინგთან წაგების შემდეგ, რეიტინგში უფრო დაბლა მყოფი მებრძოლი რომ შემოეთავაზებინათ, ალბათ, კარიერას დავასრულებდი. ან ჩემპიონობის შანსი მომდევნო ჩხუბში (მერაბის შემდეგ) ან კარიერის დასრულება? დიახ. ჩემთვის ასეა. ყველაფერი ან არაფერი“.

სეხუდოს მიერ მერაბის გვარის არასწორად წარმოთქმის შემდეგ, დვალიშვილმა სოციალურ ქსელებში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. „მანქანამ“ ინგლისური ენის მასწავლებლის ფუნქციები შეითავსა და „ტრიპელ სის“ გვარის სწორად წარმოთქმა ასწავლა. როგორც ჩანს, მერაბის გაკვეთილმა შედეგი გამოიღო.

შეგახსენებთ, რომ სეხუდოს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
El Nacional: კიმიხსა და კვარას ბარსაში გადასვლა ჩავის გამო არ სურთ
El Nacional: კიმიხსა და კვარას ბარსაში გადასვლა ჩავის გამო არ სურთ