ატლეტიკო, იუვენტუსი, მოიზე კინი
Aa
Aa

გადაწყვეტილია - მოიზე კინი ატლეტიკოში ითამაშებს

მადრიდის „ატლეტიკო“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, „როხიბლანკოს“ ამ კვირის ბოლოს მოიზე კინი შეუერთდება. საუბარია იჯარის წესით გადასვლაზე.

მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და სულ მალე კინი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ცნობისთვის, იტალიელ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულში მოიზე და „იუვენტუსი“ ახალ ხელშეკრულებაზე დაიწყებენ მოლაპარაკებას.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე ნული გოლი და ნული საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკამზე დატოვებამ განარისხა | ონანას ეტოოსთან შელაპარაკება მოუვიდა
სკამზე დატოვებამ განარისხა | ონანას ეტოოსთან შელაპარაკება მოუვიდა