ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

UFC-ის მებრძოლი: „ილია ვოლკს დაამარცხებს, ალექსი ძალიან სწრაფად ბრუნდება“

UFC-ის მებრძოლმა, შონ ვუდსონმა, რომელმაც UFC 297-ზე ჩარლზ ჟურდენი დაამარცხა, ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. ვუდსონმა პროგნოზი გააკეთა და „ელ მატადორის“ გამარჯვება ივარაუდა.

„ვფიქრობ, ისლამთან წაგებული ჩხუბი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება და ამის გამო, ილიასკენ ვიხრები. მგონია, რომ ნოკაუტი ვოლკანოვსკიზე გავლენას მოახდენს და ჩემი აზრით, ოქტაგონზე ძალიან ადრე ბრუნდება. თანაც, თოფურიას ხვდება, რომელიც დაუმარცხებელია, მაგარი მებრძოლია და საკუთარ თავში ბოლომდეა დარწმუნებული. მგონია, რომ ილია არის მებრძოლი, ვინც ვოლკანოვსკის დაამარცხებს.

ალექსი შეცდომას უშვებს და მიმაჩნია, რომ ნაადრევად ბრუნდება. მახაჩევისა და ვოლკანოვსკის ბრძოლამ და ისლამის ნოკაუტმა ილიას ალბათ უფრო მეტი მოტივაცია და ცეცხლი გაუჩინა და აჩვენა, რომ ვოლკის დამარცხება შესაძლებელია. MMA-ში მოტივაცია და თვითრწმენა უმნიშვნელოვანესია და ბრძოლის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქუთაისის ტორპედომ ნორვეგიის ნაკრების ფორვარდი დაიმატა
ქუთაისის ტორპედომ ნორვეგიის ნაკრების ფორვარდი დაიმატა