ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„გამორიცხული არაფერია“ | მაქს ჰოლოუეიმ ვოლკისა და ილიას ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. „დალოცვილმა“ ინტერვიუ კევინ აიოლის მისცა და განაცხადა, რომ თუ „ვოლკმა“ მოსამზადებელი კემპი პრობლემების გარეშე გაიარა, სასურველ შედეგს დააფიქსირებს.

„რა აზრის ვარ იმაზე, რომ ილია საკუთარ თავში დარწმუნებულია? თვითრწმენა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. თუ საკუთარი თავის არ გჯერა, დიადი მებრძოლი ვერ გახდები. ზოგიერთ მებრძოლს თვითრწმენა სოციალურ ქსელებში აქვს, ზოგიერთს - დახურულ კარს მიღმა. არავის დაკნინებას არ ვაპირებ და თუ მიზნის მისაღწევად თვითრწმენა სჭირდება, არანაირი პრობლემა არაა.

ვნახოთ, რა მოხდება. ვოლკანოვსკი ვოლკანოვსკია. ჩემი აზრით, თუ ალექსის მოსამზადებელი კემპი პრობლემების გარეშე ჩაივლის და არანაირ ტრავმას არ მიიღებს, მის წინააღმდეგ ფსონის განთავსება ურთულესი იქნება. თუმცა, არასდროს იცი, რა მოხდება და MMA-ში გამორიცხული არაფერია.

ისლამ მახაჩევთან გამართული ბოლო ბრძოლის გამო, ვოლკანოვსკი აუტსაიდერად ბევრმა დაასახელა, მაგრამ ვფიქრობ, ერთადერთი, რასაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მოსამზადებელი კემპისას მიღებული ტრავმაა. ალექსს ბრწყინვალე სამწვრთნელო შტაბი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოსამზადებელმა პერიოდმა პრობლემების გარეშე ჩაიაროს. როგორც აღვნიშნე, ვოლკის წინააღმდეგ ფსონის განთავსება რთულია, მაგრამ MMA-ში ყველაფერი ხდება“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1500 დღეა მეფეა | ილია ვოლკანოვსკის საოცარი სერიის დასრულებას შეეცდება
1500 დღეა მეფეა | ილია ვოლკანოვსკის საოცარი სერიის დასრულებას შეეცდება