კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ანჩელოტი: ვინისიუსი ცენტრში თამაშს სწავლობს, რაც მას უფრო საშიშს ხდის

კარლო ანჩელოტიმ ვინისიუსის თამაშისა და მისი პროგრესის შესახებ ისაუბრა და ბრაზილიელი შეაქო.

„ვინისიუსი ტრავმის შემდეგ თავის საუკეთესო დონეს დაუბრუნდა. მას გარკვეული დრო დასჭირდა. მან ბარსელონას წინააღმდეგ კარგად ითამაშა და გოლები სხვადასხვა გზით გაიტანა.

ცენტრში თამაშს ისევე კარგად სწავლობს, როგორც ფლანგზე, რაც მას კიდევ უფრო საშიშს ხდის. ის გაცილებით ნაკლებად პროგნოზირებადია, იცვლის პოზიციას და კარგად ერწყმის როდრიგოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მე კი მისი ნათქვამი (ბარსასთან მატჩის შემდეგ) უფრო მომეწონა, ვიდრე სამი გოლი“,

- განაცხადა მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა.

ანჩელოტიმ სუპერ თასის ფინალში ბევრისთვის მოულოდნელად ვინისიუსი მეტწილად ცენტრში ათამაშა, რასაც პირველ რიგში ჩავი არ მოელოდა. ამ ყველაფერმა კი „ბარსელონას“ დაცვის ჩამოშლა და მარცხი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თუ წავაგებთ, ღრუბლებიდან ჩამოვვარდები“ - ანჩელოტი დერბის წინ
“თუ წავაგებთ, ღრუბლებიდან ჩამოვვარდები“ - ანჩელოტი დერბის წინ