ტორინო, საბა საზონოვი, ივან იურიჩი
Aa
Aa

გიჟური მენტალიტეტი აქვს - იურიჩმა საზონოვი კიდევ ერთხელ შეაქო

„ტორინოს'' მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა საბა საზონოვზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ხორვატი სპეციალისტის კომენტარს Toronews-ი ავრცელებს.

ივან იურიჩი: „მას გიჟური მენტალიტეტი აქვს, სურს ყოველდღიურად განვითარდეს. წინ დგამს ნაბიჯებს, რაც მარტივი არაა. დარწმუნებული ვარ, სერია ა-ში დაგვეხმარება’’.

წყაროს მიხედვით ივან იურიჩი სასტარტო შემადგენლობის მცველების საუკეთესო ალტერნატივად ქართველს მოიაზრებს. ამჟამად, საბა დავიდ ზიმაზე უპირატეს მდგომარეობაშია. ქართველი მცველი ვარჯიშებზე თავდაუზოგავად შრომობს, რაც გარკვეულწილად საზონოვის სათამაშო დროზეც აისახა, თუმცა იურიჩი ჯერ მხოლოდ ცვლილებაზე ათამაშებს, სასტარტოში თამაში კვლავ რთულ ამოცანად რჩება.

შეგახსენებთ, 21 წლის საზონოვმა სერია ა-ს სადებიუტო სეზონში სერია ა-ს მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საბამ „ლაციოსთან“, „ჰელას ვერონასთან“, „ინტერთან“, „ნაპოლისთან'' და „ჯენოასთან'' ითამაშა. სასტარტოში მხოლოდ მე-7 ტურში ჰელას „ვერონასთან'' მოხვდა, თუმცა 27-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები