ბაიერნი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი: “ინგლისში თავს უფრო დაფასებულად ვგრძნობდი“

ტომას ტუხელი მიუნხენის „ბაიერნს“ კარგად მოერგო, თუმცა, როგორც ჩანს გერმანელი სპეციალისტი თავისი მიუნხენური ცხოვრებით კმაყოფილი არ არის.

გერმანულ მედიასთან, ტუხელმა განაცხადა, რომ ინგლისში თავს უფრო დაფასებულად გრძნობდა, ვიდრე „ბაიერნში“.

ტუხელი:

„გერმანიაში ჟურნალისტები და გულშემატკივრები ფეხბურთელების და მწვრთნელების მიმართ ძალიან კრიტიკულები ხართ. ამისგან გაქცევა ძალიან რთულია. ეს წლების განმავლობაში გრძელდება და დასასრული არ ჩანს. დიახ, ინგლისში თავს უფრო დაფასებულად ვგრძნობდი.“

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელმა „რეკორდმაისტერთან“ ერთად გასულ სეზონში ბუნდესლიგა მოიგო, მაგრამ გერმანიის თასიდან გამოვარდა. მსგავსი რამ განმეორდა მიმდინარე სეზონშიც.

რაც შეეხება ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონს, „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილზეა და ლევერკუზენის „ბაიერს“ 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა მიუნხენურ გრანდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ჯამში ტუხელი გერმანიის მოქმედ ჩემპიონს ყველა ტურნირზე ერთად 37-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 25 მატჩი მოიგო, 5 წააგო და  ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ჟოზე მოურინიო დანიელე დე როსიმ ჩაანაცვლა
ოფიციალურად | ჟოზე მოურინიო დანიელე დე როსიმ ჩაანაცვლა