ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე
Aa
Aa

ცვლილებები UFC-ის რეიტინგში | რომან დოლიძე დაქვეითდა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15 განახლდა. ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე, რომელიც მეშვიდე პოზიციას იკავებდა, ერთი საფეხურით დაქვეითდა. „კავკასიელი“ მერვეზე გადავიდა და მას ბრენდან ალენმა გადაუსწრო.

ცვლილებები არ შეხებიათ სხვა წონით დივიზიონებში მოასპარეზე ქართველებს. მერაბ დვალიშვილი კვლავინდებურად სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მეორე ნომერია. ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, ილია თოფურია მეხუთე გახლავთ, გიგა ჭიკაძე - მე-8.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე მომდევნო ბრძოლას 3 თებერვალს (თბილისის დროით, 4 თებერვალს) გამართავს და ნასურდინ იმამოვს დაუპირისპირდება, რომელიც მე-11 პოზიციას იკავებს. მათი ბრძოლა ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და ბუკმეკერთა აზრით, დოლიძე აუტსაიდერია.

ცნობისთვის, იმამოვს კარიერაში 16 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 12 გამარჯვებაა. მას საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ უჩხუბია და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან