ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი, ვილი სანიოლი, გურამ კაშია
Aa
Aa

FIFA The Best-ის დაჯილდოება | ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, FIFA The Best-ის ტრადიციული დაჯილდოება გაიმართა და გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, მეორე ადგილზე ერლინგ ჰოლანდი გავიდა, მესამე პოზიცია კი კილიან მბაპეს ერგო.

საუკეთესოთა ვინაობა გამოკითხვით გაირკვა, რომელშიც მონაწილეობა ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა, მთავარმა მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. ჩვენი ეროვნული გუნდის მხრიდან, თავიანთი პოზიცია ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ დააფიქსირეს.

გურამ კაშიას სამეული: 1) ლიონელ მესი, 2) კილიან მბაპე, 3) ხვიჩა კვარაცხელია

ვილი სანიოლის სამეული: 1) ხვიჩა კვარაცხელია, 2) ერლინგ ჰოლანდი, 3) როდრი

ცნობისთვის, „კვარამ“ FIFA The Best-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების საბოლოო რეიტინგში მე-10 ადგილი დაიკავა. „ნაპოლის“ შემტევმა 7 ქულა დააგროვა და მასზე წინ ილქაი გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, ხულიან ალვარესი, როდრი, ვიქტორ ოსიმენი და კევინ დე ბრუინი იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა ხელბურთელებმა ბოსნია & ჰერცეგოვინას მოუგეს
ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა ხელბურთელებმა ბოსნია & ჰერცეგოვინას მოუგეს