სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

პირველი მედალი 2024 წელს | ბაზაძის ბრინჯაო ტუნისის გრან-პრიზე

სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში ტუნისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფმა ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალში მასპინძელ ფარეს ფენჯანისთან დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დამარცხდა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრას ბაზაძე 14:12-ს იგებდა, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ტუნისელმა მოფარიკავემ ანგარიშის შემოტრიალება მოახერხა.

ნახევარფინალამდე ბაზაძემ სანდრო ბაზაძემ ტურნირზე ჩინელ ლიან ციაჰაოს 15:6 სძლია, რუმინელ იულიან ტეოდოსიუს 15:9 მოუგო და ფრანგი ბოლად აპიტი 15:13 დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ 2023 წელს სანდრო ბაზაძე ფარიკაობის საერთაშორისო ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები