ლიზი ჯანელიძე, ანამარია ანთიძე
Aa
Aa

ბრინჯაოს მედალი ევროპის თასზე - წარმატება დაშნით ფარიკაობაში

თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს 14-წლამდე გოგონათა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. გუნდურ შეჯიბრებაში ქართველმა სპორტსმენებმა დაშნით ფარიკაობაში 18 გუნდს შორის მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

გუნდური შეჯიბრების მსგავსად, საქართველოს ნაკრების წევრებისთვის წარმატებული იყო ინდივიდუალური გამოსვლებიც. ლიზი ჯანელიძემ ას მონაწილეს შორის მეორე შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ანამარია ანთიძეს, მან მთელი შეჯიბრების მანძილზე მხოლოდ ერთი შეხვდრა წააგო და ასევე ას მოფარიკავეს შორის მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

ანტალიაში ევროპის თასის სახელწოდების მქონე პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრება რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სახელით როგორც ხმლით, ასევე დაშნით ფარიკაობაში 25 სპორტსმენი გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მესამედ - სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
ზედიზედ მესამედ - სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა