ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატი წარმატებით დაასრულა. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ანასტასიამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ცნობისთვის, ანასტასიამ მოკლე პროგრამაში 68.96 ქულა მიიღო, თავისუფალში 137.56, ტექნიკურ ელემენტებში 66.83, ხოლო ჯამში 206.52 ქულა გამოუვიდა და მეორე ადგილი დაიკავა.

ცნობისთვის, ანასტასია გუბანოვა გასულ წელს ევროპის ჩემპიონი 199.91 ქულით გახდა. როგორც ხედავთ, წელს ეს შედეგი გააუმჯობესა, თუმცა ოქროს მედლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი ადგილი ბელგიელმა ლუნა ჰენდიკსმა 213.25 ქულით დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერც ოსერთან ითამაშებს - დავითაშვილის რეაბილიტაცია გაიწელა
ვერც ოსერთან ითამაშებს - დავითაშვილის რეაბილიტაცია გაიწელა