ნიკა ეგაძე
Aa
Aa

ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, მაყურებლების წინაშე თავისუფალი პროგრამით მამაკაცი მოციგურავეები წარდგნენ და მედლების მფლობელთა ვინაობა გაირკვა.

ქართველი მოციგურავე, ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ, 77 ქულით მე-10 პოზიციას იკავებდა. თავისუფალ პროგრამაში მან 156.16 ქულა (82.33 ტექნიკურ ელემენტებში, 73.83 პრეზენტაციაში) აიღო და ევროპის ჩემპიონატი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა.

ოქროს მედალი ფრანგმა მოციგურავემ, ადამ სიაო ჰიმ ფამ დაისაკუთრა. ვერცხლის მედალი ალექსანდრ სელევკომ მოიპოვა, მესამე პოზიციაზე კი მატეო რიცო გავიდა. აღსანიშნავია, რომ თავისუფალ პროგრამაში ნიკამ მე-6 შედეგი დააფიქსირა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი 13 იანვარს დასრულდება. რამდენიმე საათში, ჩემპიონების ვინაობა ქალთა და სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე წყვილთა შორის გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიამ მკვლელებს მოუგო, ვოლკს კარგ დროს ხვდება“ | რას ამბობს ჩეილ სონენი
„ილიამ მკვლელებს მოუგო, ვოლკს კარგ დროს ხვდება“ | რას ამბობს ჩეილ სონენი