მანჩესტერ სიტი, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

დე ბრუინი: “სიტის თამაშების ტელევიზორში ყურება სასიამოვნო ყოფილა“

FA Cup-ზე „მანჩესტერ სიტიმ“ „ჰადერსფილდი“ 5:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არ იყო.

მატჩის 57-ე წუთზე პეპ გუარდიოლამ მინდორზე კევინ დე ბრუინი გამოიყვანა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო. ბელგიელმა ნახევარმცველმა კი 74-ე წუთზე დოკუს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

დღეს, კევინმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა:

„ბარძაყის კუნთის ტრავმა ზედიზედ მივიღე, თუმცა დაზიანება ერთი და იმავე ადგილზე არცერთხელ არ ყოფილა. მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მიმეღო ტრავმა. ხალხი ამბობს, რომ ბევრად ადრე დავბრუნდი, ვიდრე ვარაუდობდნენ.

„არსენალთან“ კარგად ვითამაშე, მაგრამ „ბარნლისთან“ ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. ტკივილი გაუსაძლისი იყო. სხვათა შორის „მანჩესტერ სიტის“ თამაშების ტელევიზორში ყურება ძალიან სასიამოვნო ყოფილა.“

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინმა ტრავმა 2023 წლის 15 აგვისტოს მიიღო და ოპერაცია გაიკეთა. ბელგიელმა 5 თვე იუქმა და როგორც უკვე მოგახსენეთ, „ჰადერსფილდთან“ დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგა არ გამოვიდა - ჰენდერსონმა ბაიერნს და ბაიერს მიმართა
პრემიერ ლიგა არ გამოვიდა - ჰენდერსონმა ბაიერნს და ბაიერს მიმართა