ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ნამდვილი სოსისია“ | რა თქვა პედი პიმბლეტმა ილიაზე

UFC-ის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ბედი“ Happy Endings-ის პოდკასტის სტუმარი იყო და სთხოვეს, დაესახელებინა მებრძოლი, ვის მიმართაც ყველაზე ცუდი დამოკიდებულება აქვს.

„ვინ არ მომწონს ყველაზე მეტად? ბიჭი, რომელსაც ხელის სადეზინფექციო ხსნარს ვეძახი და ნამდვილი სოსისია. პატარა ჩორიზოა. როცა მარტო ვიდექი, თვითონ კი 12 მეგობართან ერთად იყო, სცადა, ჩემთვის დაერტყა. უკან გავიწიე და ხელის სადეზინფექციო ხსნარის ბოთლი თავში მოვარტყი. ეს მეტსახელი სწორედ ამიტომ შევარქვი. არ ვიცი რა ჰქვია და მას ამ მეტსახელით ვიცნობ“.

ბოლო პერიოდში, პიმბლეტი „ელ მატადორზე“ ხშირად საუბრობს და რამდენიმე დღის წინ, მისი და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ბრძოლაზე პროგნოზიც გააკეთა. „ბედიმ“ „ვოლკის“ გამარჯვება ივარაუდა და განაცხადა, რომ ალექსი ილიას გადაუვლის.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტს კარიერაში 24 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 23 გამარჯვებაა. ბოლოს მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ტონი ფერგიუსონს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორმა არც კი იცის, ვინ ხარ“ | ომალის პასუხი ილია თოფურიას
„კონორმა არც კი იცის, ვინ ხარ“ | ომალის პასუხი ილია თოფურიას