ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

2024 წელი გამარჯვებით დაიწყო - ბასილაშვილმა მოლერი დაამარცხა

ლუქსემბურგში მიმდინარე ITF-ის ტურნირზე მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს. პირველ წრეში, ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგის მე-400 ნომერს დანიელი მოლერის დაუპირისპირდა.

ბასილაშვილმა ნავსი გატეხა და მატჩი მოიგო. ნიკოლოზმა ახალი წელი გამარჯვებით დაიწყო.

გულშემატკივრებმა საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება იხილეს. ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, ხოლო მეორე სეტი 7:5. მერვედფინალში მისი მეტოქე ჩეხი იონას ფორეიტეკი იქნება, რომელიც ATP რეიტინგში 540-ე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, მოლერის დამარცხებამდე, ნიკოლოზმა უკანასკნელად 2023 წლის 29 ოქტომბერს მოიგო. ბასილაშვილმა ჰაბიბი დაამარცხა. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ATP რეიტინგში 596-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
WhoScored-ის სიმბოლური გუნდი | რომელ ადგილზე გავიდა კვარა
WhoScored-ის სიმბოლური გუნდი | რომელ ადგილზე გავიდა კვარა